შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციებს ონლაინრეჟიმში გამართავს. ნაეკის ინფორმაციით ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
მათივე თქმით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.