ნაძვის ხის დადგმა ხშირად საფიქრალს უჩენს ოჯახის წევრებს ,რადგან სახლში მყოფი ბავშვები ან ოთხფეხა მეგობრები ზედმეტ დაინტერესებას იჩენენ მის მიმართ. სამწუხაროდ, ეს ცნობისმოყვარეობა ხშირად ცუდად მთავრდება . ეს პრობლემა მთელს მსოფლიოსთვის ცნობილია, ამიტომ გამოსავალს ძირითადად, პატარა ზომის ნაძვის ხეებში ხედავენ, რომლებსაც კარადებზე ან სხვა შემაღლებულ ადგილებზე დგამენ. ზოგჯერ უსაფრთხოების მიზნით, ნაძვის ხეებს კედლებზეც ათავსებენ.
ბრიტანელმა მწარმოებლებმა კრეატიული გამოსავალი შესთავაზეს მომხმარებლებს. ნაძვნახევარა ნაძვის ხე ახალი სახეობა, რომელიც წელს პირველად გამოჩნდა. ნაძვნახევარა ძალიან თანამედროვე და განსხვავებულია.