საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, ადასტურებენ, რომ შესაძლოა, ნაძვის ხის განთავსების ადგილი შეიცვალოს. საახალწლო ნაძვის ხის სხვა ადგილზე შესაძლო განთავსების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შვილმკვდარი მამების: ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმეთვიან აქციას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობის წინ იმართება.