გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი, დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა.
ამავე პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.