უნგრეთის ქალაქ სეგედში ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი, გია გაბედავა, ნიკოლოზ ხატიაშვილი (კანოე) და ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი).
პირველ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაზა ნადირაძე და ბადრი ყაველაშვილი წარმატებით გამოვიდნენ. 200 მეტრი ერთადგილიანი კანოეთი ნადირაძემ 38.63 წამში დაფარა და ნახევარფინალში პირველი ადგილით მოხვდა.
ყაველაშვილმა კაიაკით 200 მეტრზე 34.36 წამში დაფარა და ნახევარფინალში მე-2 ადგილით გავიდა.