საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" 2000-ქულიანი ტურნირის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩი დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 6:1 6:3 6:3 დაამარცხა.
სერბმა ჩოგბურთელმა არგენტინელი კორტიდან გააქრო, თავს საკუთარი თამაში მოახვია და მეოთხედფინალის საგზური მარტივად მოიპოვა.
თავის მხრივ, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ოჟე ალიასიმი დაამარცხა. "გრუნტის მეფემ" პირველი სეტი ცუდად დაიწყო, 6 გეიმის თავზე 1:5-ს აგებდა. სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ჯამში 2 შესრულებული ბრეიკით დაწინაურდა.
მეოთხედფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს არის ჩანიშნული. ლეგენდარული ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს 58-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 30-ჯერ სერბმა იმარჯვა, 28 შეხვედრა კი "რაფას" აქტივშია.