ბიზნბესსექტორის წარმომადგენლები მთავრობის ახალ ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გაეცნენ. ინიციატივა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართიოებას, განათლების მიღებაზე წვდომის გამარტივებას, უვიზო მიმოსვლითა და თავისუფალი სავაჭრო სივრცით სარგებლობის ხელშეწყობას. ბიზნესის წარმომადგენელთა განმარტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ ოპერირება სექტორისთვის საინტერესოა, თუმცა არსებული პოლიტიკური ბარიერები ამ ლოკაციებზე ბიზნესის ზრდას ხელს უშლის.