N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ლევან გელაშვილი, რომელიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს.
აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.