რუჯის მიღების მიზნით, მზისგან დამწვრობის გამო, დაახლოებით 200 პაციენტს სტაციონალური, ხოლო დაახლოებით 700-ს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.მისი თქმით, მიუხედავად გრილი ზაფხულისა, მზისგან დამწვრობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია.