მზის ენერგია, ეჭვგარეშეა, რომ საკმაოდ პერსპექტიული წყაროა ენერგიის და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა. თუმცა, ერთი პრობლემაა, მზის პანელებით მიღებული ენერგიის შენახვა დიდი ხნით ვერ ხერხდება. თუ მას დაუყოვნებლივ არ გამოიყენებ, დანაკარგი დიდია. რაც შეეხება მის ხანგრძლივად შენახვას, ამ კუთხით შვედი მეცნიერები მუშაობენ და წარმატებასაც კი მიაღწიეს. მკვლევარების თქმით, ახალი ტექნოლოგიით, ენერგიის შენახვა შესაძლებელი იქნება 18 წლით.კერძოდ, მკვლევართა ჯგუფმა ჩალმერსის ტექნიკურ უნიევრსიტეტში, შექმნეს მოლეკულა, რომელიც ნახშირჟანგის, წყალბადისა და აზოტისგან შედგება. მოლეკულა, მაშინ როდესაც მას მზის სხივი ხვდება, გარდაიქმნება ენერგიით სავსე იზომერად. სწორედ ამ იზომერის შენახვა და მოგვიანებით გამოყენება ხდება შესაძლებელი. მაგალითად, ღამის განმავლობაში, ან უფრო მეტიც, ზამთარში. იგი თხევადი სახისაა. ბოლო ინფორმაციით კი მეცნიერებმა ამ ტექნოლოგიის კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება შეძლეს. კერძოდ, მათ მოლეკულის დიზაინის გაუმჯობესებაზეც იფიქრეს, რაც მის უნარს შეინახოს ენერგია კიდევ უფრო განავითარებს. კერძოდ, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა კატალიზატორი, რომელიც აკონტროლებს შენახული ენერგიის გამოშვებას. იგი მოქმედებს როგორც ფილტრი, რომლის გავლითაც ენერგია გადის. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგიის შენახვის კუთხით.პროექტის სახელია „მოლეკულური მზის თერმული ენერგიის შენახვა“.