ლამაზი, გარუჯული კანი ბევრი ქალბატონის მთავარი საზრუნავია. უმეტესობა დროსა თუ ენერგიას არ იშურებს სასურველი კანის ფერის მისაღებად, ამისთვის კი ხშიად სტუმრობენ სოლარიუმს, რომელიც ერთერთი ოპტიმალური საშუალებაა ქალაქის პირობებში რუჯის მისაღებად. ხელოვნური რუჯის მიღების დროს აუცილებელია როგორც მისი მიღების წესების ცოდნა, ასევე ინფორმაცია რუჯის აპარატზე, რომელსაც ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს. სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი ლუქი 2017 წლის ბოლო თაობის მეგასანის სოლარიუმის აპარატით არის აღჭურვილი, რომლითაც მომხმარებელს სრულიად უსაფრთხოდ, მინიმალურ დროში შეუძლია მაქსიმალური შედეგის მიღება. სოლარიუმით სარგებლობისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნებელია თვალებისთვის. აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი.
გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი სხივები გარდა ესტეთიკურისა აძლიერებს იმუნურ სისტემას. დადებითად ზემოქმედებს კანზე, ანადგურებს ბაქტერიებს და კურნავს ისეთი დაავადებებისგან როგორებიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი და ნეიროდერმიტი. აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის, ენდორფინების - სიამოვნების ჰორმონებისა და სიხარულის ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას.