კენიელმა შეფმზარეულმა 75 საათის განმავლობაში უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მალია მოჰამედმა კერძების მომზადება კენიის ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და კვირას 13:03 საათზე დაასრულა. კენიელმა მზარეულმა ამერიკელი რიკი ლამპკინის 68სთ და 30წთ-იანი შედეგი გააუმჯობესა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.მოჰამედმა 400 კერძი მოამზადა, რომელიც შემდეგ თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გაუნაწილა. გამოცემის ცნობით, 36 წლის შეფმზარეული ყოველ 12 საათში მხოლოდ 30 წუთით ისვენებდა.