გიგი უგულავა მზადაა ზუგდიდში, ბანკში მყოფ მძევლებს ჩაენაცვლოს. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა და მძევლები აიყვანა.