მზად ვარ ამ პერიოდში ვიმოქმედო როგორც ეროვნულმა ლიდერმა - სვეტლანა ტიხანოვსკაია - Palitra News

მზად ვარ ამ პერიოდში ვიმოქმედო როგორც ეროვნულმა ლიდერმა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

2020-08-17 11:15:59+04:00

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მზად არის ეროვნული ლიდერის რანგში გამოვიდეს. ამის შესახებ მან ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მე მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი და უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვისას. შეგახსენებთ, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.1%, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12% მიიღო.