„მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა“, – ასე მიმართა „ქართულ ოცნების“ უმრავლესობას „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, რომელმაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტიის განახლების შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.უსუფაშვილის თქმით, იგი მზად არის სისხლი გაიღოს „ქართული ოცნებისთვის“ და ამით იგი „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას დაეხმარება. მისივე თქმით, სისხლის გაღება პოლიტიკაში ნიშნავს დროულ რჩევას, კითხვას, მითითებას, კრიტიკას, არგუმენტს.„ოღონდ სისხლი გადაისხან, ოღონდ რამე ეშველოთ 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მივაღწიოთ და მივიტანოთ ეს ქვეყანა შიდა და გარე გამოწვევებთან ასე თუ ისე გამკლავებული და მზად ვარ გავიღო სისხლი, თუ გჭირდებათ სისხლის გადასხმა და რეზუსი თუ დაემთხვევა“, – განაცხადა უსაუფაშვილმა.