მექსიკის სანაპიროს მახლობლად, კარიბის ზღავში, ქალაქ კანკუმთან, წყალქვეშ საოცარი მუზეუმი მდებარეობს, სადაც 450 ადამიანის სკულპტურა დგას, რომლებიც ნატურალურ ზომებშია შესრულებული. მუზეუმის ქანდაკებები არც ისე ღრმად არის განლაგებული. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი 8 მეტრის სიღრმეში მდებარეობს, სადაც ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე შეგიძლია ჩაყვინთვა, მეორე კი 12 მეტრის სიღრმეზე. ექსპოზიციები შექმნა, ბრიტანელმა სკულპტორმა ჯეისონ ტეილორმა, რომელმაც ამ სამუშაოსთვის 400 კგ-მდე სილიკონი, 4 კმ-მდე ბოჭკოვანი ქსოვილი და 120 ტონაზე მეტი ცემენტი გამოიყენა. იდეა ამ მუზეუმის შექმნისა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა უფრო კარგად შეძლონ დანახვა წყალქვეშა სამყაროს სილამაზის და ნაკლებად დააბინძურონ ის, რაც ასევე ზღვის ბინადრების გადაშენებასაც იწვევს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკულპტურები უკვე წყალქვეშა არსებებმაც შეიყვარეს და რამდენიმე მათგანი რიფებადაც კი გადააქციეს.