მუცო შესაძლოა, ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს. ძეგლი ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტებს შორის მოხვდა, გამარჯვებისთვის კი მხოლოდ ხმების საკმარისი რაოდენობაა სჭირო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
რაც შეეხება ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს, ციხე-ქალაქის აღდგენითი სამუშაოები წელს, ხოლო ინფრასტრუქტურული ნაწილი - 2020 წელს დასრულდება.