06:25
23 ნოემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
მუცლის მოშლის მიზეზი შეიძლება დაბინძურებული ჰაერი გახდეს - მათ შორის ცალსახა და ნათელი კავშირი 1300 ქალის მაგალითზე დაადგინეს
19-02-2019

იუტას უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზით, თუ ორსული დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მუცლის მოშლის (აბორტის) რისკი 16 %-ით იზრდება. საშუალოდ ადამიანებს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ დაზიანებათა გამო სიცოცხლის 2,6 წელი აკლდებათ. ზოგჯერ ეს ვადა 8 წლამდეც იზრდება. დაბინძურებული ჰაერი სხეულის ყველა ნაწილისთვისაა მავნებელი. კერძოდ, ვნებს ფილტვის უჯრედებს, იწვევს გულის გადატვირთვას, ზრდის თანდაყოლილი დეფექტების რიცხვსა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

ამჯერად მეცნიერთა ანალიზი შეეხო მუცლის მოშლის საშიშროებას. დაბინძურებულ ჰაერთან ამ პრობლემის კავშირი მათ 1300 ქალის მაგალითზე შეისწავლეს. შეადგინეს აბორტების სტატისტიკა, ჰაერში ოზონის, აზოტის და წვრილდისპერსული ნაწილაკების კონცენტრაცია მუცლის მოშლის წინა დღეებში. გაირკვა, რომ კავშირი ცალსახა და ნათელია.

საყურადღებოა, რომ საშიშია არა მხოლოდ ქუჩაში არსებული ჰაერი, არამედ ბინებში არსებულიც. ბინებში ზოგჯერ ჰაერი გაცილებით დაბინძურებულია. ამას კი ორსულებზე განსაკუთრებით ცუდი გავლენა აქვს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები