მეცნიერებმა შემთხვევით შექმნეს მუტანტი ფერმენტი, რომელიც პლასტმასის ბოთლებს შლის. პოლიეთილენი ტერეფტალატი, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თერმოპლასტიკური პოლიმერია. სწორედ მისგან მზადდება კონტეინერები სასმელებისა და საჭმელებისათვის. მსოფლიოში, ყოველ წუთში დაახლოებით 1 მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება, გადამუშავებას კი მათი მხოლოდ 14% ექვემდებარება. თუმცა, ბოთლების ამ 14%-ის სრულად გადამუშავება მაინც ვერ ხერხდება. მათი გარდაქმნა მხოლოდ ქსოვილად შეიძლება. ამ ბოთლების უმეტესობა ოკეანეში ხვდება. ოკეანეში ტერეფტალატისგან დამზადებული ბოთლის სრულად დეგრადირებას რამდენიმე საუკუნე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში ბოთლი სერიოზულ ზიანს აყენებს ზღვის ბინადრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ.
2016 წელს მეცნიერებმა იაპონიის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც პლასტმასს ბუნებრივად გადაამუშავებს.