დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.ჩაბუქი პროკურატურაში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა და საქართველოს მთავრობამ ისინი დაუცველი არ დატოვა. მისივე განცხადებით, არსებობს საფრთხე მის მიმართ, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებს, თუმცა საჭიროებას ხედავს, რომ ისიც ჩართონ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში.