არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოზე განაცხადა. ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნითაა დაკავებული. მას და მის ოჯახს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სწორედ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომელიც სასამართლოში ჩაბუქის ადვოკატებმა გაასაჩივრეს.