შეიხა მოზა, ყატარის ემირის შეიხ ჰამადას სამი ცოლიდან რიგით მეორეა, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა. ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი შეიხა მოზა, არის ქალი რომელმაც მოდაზე აღმოსავლეთის შეხედულება შეცვალა. ქმარმა მეორე ცოლს არა მარტო ჩადრის მოხდის უფლება, არამედ მთავრობის საქმეებში ჩარევის ნებაც დართო. მისი ცხოვრების ისტორია, აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მოზა ყატარელი ბიზნესმენის ქალიშვილია. 18 წლის ასაკში გოგონას გაუმართლა და ყატარის ტახტის მემკვიდრე, პრინცი გაიცნო, თუმცა მასზე დაქორწინებას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სტაჟირება პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიარა, შემდეგ კი გათხოვდა. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნე-დის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.
ჟურნალ ”ფორბსის” ვერსიით, მოზა შესულია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში (79-ე) და ეს ყველაფერი არ არის: მოზას ეკუთვნის ფონდი -Educate A Child (”მიეცი განათლება ბავშვს”),რომელიც ღარიბ და კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ბავშვების სწავლას აფინანსებს. შეიხა მოზას, სპარსეთის ყურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავე-ბით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითა-რების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნეს-კოს სპეციალური წარმომადგენელია.
შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედ-როვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმები კი, აღშფოთებულები არიან ქალბატონის ჩაცმულობით.
პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება მთელს მსოფლიოში.ვისაც შეიხასთან შეხება ჰქონია, აღფრთოვანებული არიან ქალის მიზანდა-სახულობითა და შრომისმოყვარეობით.დადის ხმები, რომ მოზას ხისტი ხასიათი აქვს, სხვაგვარად ქალი ვერ შეძლებდა უდიდესი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას. იმასაც კი ამბობენ, რომ შეიხ ჰამდანმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფ-ლება უსაზღვრო არ არის. ამის მიუხედავად, ვერცერთმა ქალმა ვერ შეძლო მოზასთან მიახლოვება: დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორი-სო ეტიკეტის უბადლო მცოდნე, ქმარს საზღვარგარეთ ყველა მნიშვნელო-ვან შეხვედრაზე ახლავს.