ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინე რეჟიმის გაუქმების თარიღი შეიცვალა და 6 ივლისის ნაცვლად, სოფელი დღეიდან გაიხსნა. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სოფელი მუშევანი ერთადერთი დასახლება იყო რეგიონში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღემდე მოქმედებდა. მისივე ინფორმაციით, ამ სოფელში ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი 25 აპრილიდან მოქმედებდა.