დე-ფაქტო ცხინვალი ევროკავშირის დამკვირვებლებს წნელისში, "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", განხორციელებული "უკანონო ვიზიტის" გამო აკრიტიკებს, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე" მუშაობის მანდატი არ გააჩნიათ და მათ მიერ განხორციელებული ყოველი ვიზიტი "უკანონოა".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლების მსგავსი მოქმედებები "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობის ნიშანია".