ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების, ყოფილი სპეცრაზმელის, ზურაბ ფოფხაძისა და მოქალაქე ვახტანგ ბურძენიძის ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კუთხით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნესტან ლონდარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავეს. ამავე საქმეზე, 8 იანვარს, ბრალდებულის სახით დააკავეს ვახტანგ ბურძენიძე.