დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება. აღნიშნული ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტმა მიმდინარე წელს დაამტკიცა. ამასთან, ცვლილების მიხედვით, მგზავრი დღეიდან ვალდებული იქნება ბილეთი მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბილეთო მგზავრად ჩაითვლება.აღსანიშნავია, რომ 30 დღის განმავლობაში უბილეთო მგზავრობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს ეკისრება საურავი. კოდექსში შესული ცვლილებით კი, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა.