ზონალურ- საათობრივი პარკირების გადასახადი უქმდება. აღნიშნულის მიზეზად თბილისის მერმაკახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება დაასახელა. მისივე თქმით, პარკირების აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისთვის, რომ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ ადამიანებს, რათა მუნიციპალური ტრანსპორტით ემგზავრათ. შეგახსენებთ ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ეპიდემიიდან გამომდინარე მუშაობას აჩერებს.