03:38
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს
27-02-2021

მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, როგორც თბილისში ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ტრანსპორტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უტარდება.

ტრანსპორტში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები მგზავრებისათვის, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა როგორც ავტობუსებში ასევე თბილისის მეტროსადგურებში. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ავტობუსებში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ.

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება სანქციებზე - აშშ უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აშშ-მა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები