თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარებს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება.
მისი თქმით, თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მისცემს უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე. მისი თქმით, უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში აქვთ. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია რეიდების გამკაცრებას გეგმავს.