თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს, რომლებსაც გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით, ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ვადა 1-ელ ივლისამდე გაუგრძელდებათ.როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეს შეღავათი ეხებათ იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალურ მიწებზე ახორციელებენ.