მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა - Palitra News

მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

2021-04-27 10:49:12+04:00

მესტიიდან 14 კმ-ში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, ამ დროისთვის გარესამყაროს 8 ოჯახია მოწყვეტილი, ადგილზე გეოლოგების ჩასვლას კი დღეს ელოდებიან. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.