მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ.
როგორც ისინი "პალიტრანიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ, სექსუალური ძალადობის გამო შურისძიების გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ მომხდარი შესაძლოა, ფულს უკავშირდებოდეს. კერძოდ, როგორც მეზობლები აცხადებენ, ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს. აქამდე არსებული ვერსიის თანახმად კი შვილიშვილს ბაბუა შესაძლოა, იმის გამო მოეკლა, რომ ის საკუთარ რძალზე, ანუ ბრალდებულის დედაზე, წლების განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.