მუხიანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დამნაშავე, 1989 წელს დაბადებული პირი უკვე დააკავა, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.