მუხიანში „რადიოქალაქის" პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი დასრულდა. საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 მილიონ 978 ათას 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 მილიონ 323 ათას 169 ლარია.დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.