19:31
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მუხიანის ყოფილი რადიოქალაქი "აჭარა ჯგუფმა" იყიდა - თემურ უგულავამ აუქციონზე 23,3 მლნ ლარი გადაიხადა
12-09-2019

მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მილიონ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს შპს (შეპესე) „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

კომპანია 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს  „სითი ლოფტი” ფლობს. თავის მხრივ,  „სითი ლოფტის” 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამასთან, „სითი ლოფტი” „აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის, „ფაბრიკას“ და სხვა ობიექტებს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მუხიანში „რადიოქალაქის" პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი 9 სექტემბერს დასრულდა. საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 მილიონ 978 ათას 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 მილიონ 323 ათას 169 ლარია.

ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები