მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მთავრობის წარმომადგენლების გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ოკუპაცია დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა იყოს, დეოკუპაცია კი ყველა ხელისუფლების მთავარი მიზანი. მუხათგვერდში იმყოფებოდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, რომლის თქმით ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედოა და 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველო დღეს უარეს მდგომარეობაშია ვიდრე მანამდე იყო