საწვავი ბოლო ორი თვეა 10-15 თეთრით არის გაძვირებული. კერძოდ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მაქსიმალური ფასებია: 1 ლიტრი ევრო-რეგულარი - 2.44 ლარი, პრემიუმი - 2.54 ლარი, სუპერი - 2.64 ლარი, დიზელი - 2.64 ლარი.
როგორც ცნობილია საწვავზე ფასის მატების მიზეზად Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების ზრდა და ლარის კურის გაუფასუყრება დასახელდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ამ დროისთვის Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები შემცირებულია და ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე ფასის მატება არ იგეგმება. რაც შეეხება საწვავზე ფასის კლებას ვანო მთვრალაშვილის თქმით ეს ოპერატორი კომპანიების გადასაწყვეტია.