მტვერი მარტო ქსოვილის, კანის და მტვრის ნაწილაკები როდია, ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. გახსოვდეთ, სახლის დალაგებას მტვერსასრუტის ჩართვით თუ იწყებთ მტვერს მთელს ოთახში განაბნევთ. თვეში ერთხელ გაუკეთეთ თქვენს მტვერსასრუტს სპეციალური თავი და კედლები ისე გაასუფთავეთ. მოძრაობა ზემოდან ქვემოთ უნდა იყოს მიმართული. ყოველთვის იქონიეთ სახლში მიკროფიბრის ნაჭერი, რომლის საშუალებითაც ძალიან ადვილად და ხარისხიანად იწმინდება ავეჯი. მტვერსასრუტით კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ, არ დაგავიწყდეთ ფარდები და ავეჯის ქვემოთ ადგილები, სადაც მტვერი ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება. იმისათვის, რომ რბილი ავეჯი მტვრისგან გაათავისუფლოთ გაიკეთეთ რეზინის ხელთათამენები და სავარძლის თუ დივანის ზედაპირი გულმოდგინედ გაასუფთავეთ, ამის შემდეგ დაამუშავეთ მტვერსასრუტით. მცენარის ფოთლები ისევე იზიდავს მტვერს როგორც სხვა საგნები, ამიტომ მასაც ჭირდება რეგულარული გასუფთავება კარგად გაწურული სველი ტილოთი. იატაკი სახლში კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოიწმინდოს და არ დაგავიწყდეთ ავეჯის გამოწევა და სკამის ფეხები.