მწვავე შეკითხვები ჯანდაცვის მინისტრს - დავით სერგეენკო სოციალურმა მუშაკებმა სიცრუეში დაადანაშაულეს - Palitra News

მწვავე შეკითხვები ჯანდაცვის მინისტრს - დავით სერგეენკო სოციალურმა მუშაკებმა სიცრუეში დაადანაშაულეს

2019-03-05 13:23:10+04:00

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტში მოუსმინეს. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას სოციალური მუშაკებიც ესწრებოდნენ. მათ საკუთარ სამუშაო პირობებზე ისაუბრეს და ჯანდაცვის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულეს. როგორც სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების რაოდენობას კი არ ზრდის, სამსახურიდან წასული თანამშრომლების ახალი კადრებით შევსებას ცდილობს. სერგეენკოსთან მწვავე შეკითხვები ჰქონდათ დეპუტატებსაც.