კომიტეტის სხდომაზე, გიგა ბოკერიას ეკონომიკის მინისტრის მისამართით კითხვებს ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჭიათურაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას მინისტრს ჰკითხა, მიაჩნდა თუ არა პრობლემად ის, რომ იქ პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ და ხალხი გვერდით ქურდული სამყაროს წარმომადგენელებს გაჰყავდათ. ასევე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბოკერიასა და გიგა ბუკიას შორისაც და ხმაურიანი იყო კითხვა-პასუხი გოცირიძესა და მინისტრს შორის. ჩემი კომენტარის გარეშე ნახავთ, როგორ წარიმართა კითხვა-პასუხის პროცესი დეპუტატებსა და მინისტრს შორის.