კომპანია Herbia, რომელიც ადგილობრივ ბაზარს მწვანილითა და ბოსტნეულით ამარაგებს, რამდენიმე თვეში საკუთარი ბრენდის ქვეშ ახალ პროდუქტს გამოუშვებს. საუბარია, მწვანილის სოუსებზე, რომელიც საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მწვანილის სოუსები დაახლოებით, 2 თვეში გამოჩნდება და მისი ღირებულება ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
კომპანიის თანადამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე East fruit-თან საუბრისას აცხადებს, რომ ახალი პროდუქტი Herbia-ს ნედლეულისგან, პარტნიორ საწარმოში მზადდება და პირველ ეტაპზე 10 დასახელების სოუსის წამოება იგეგმება. მისივე თქით, პირველ ეტაპზე აქტიური ექსპორტი სამხრეთ კორეასთან იგეგმება, რომელიც უამრავი მსგავსი პროდუქტის იმპორტს ინდოეთიდან, ვიეტნამიდან და სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს.