დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა მწვანე ზონის სტატუსი ქვეყანამ ხვალ დაკარგოს და ზეგ მოიპოვოს, მაგრამ მთავარი მოქალაქეების ჯანმთელობაა.