„მწვანე სკოლამ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და მათი შენიშვნა გაითვალისწინა. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების გადაცემას პოლიციისთვის, სკოლის დირექტორის კახა დავითურის განცხადებით ყველა ეს ქმედება იმ დღეს პოლიციის მითითებითა და მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, რომელთაც სკოლას ოპერატიული საჭიროება აუხსნეს. მისივე ინფორმაციითსახელმწიფო ინსპექტორის მითითების შემდეგ სკოლამ მოაწესრიგა კამერების განლაგების საკითხი. მისივე თქმით სკოლის დირექციამ არ იცოდა რომ საკლასო ოთახებში კამერების გათავსება არ შეიძლებოდა.