მაროკოს მთავრობა თანდათანობით განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ მეჩეთში უკვე დაამონტაჟეს ენერგოეფექტური განათებები და მზის ენერგიის პანელები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ 15 000 მეჩეთში იგეგმება, რაც მაროკოში მდებარე სალოცავების 30 პროცენტს შეადგენს.ე.წ მწვანე მეჩეთების ინიციატივა მაროკოს ამბიციური გეგმის ნაწილია, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას გულისხმობს. მთავრობა მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმპორტირებული საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირებისთვის. აღსანიშნავია, რომ მაროკოში ენერგორესურსების 95 პროცენტი საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია.