მწვანე ფილები ყინწვისის ეკლესიაში - ახალი იატაკის ფოტოკადრები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეფასება - Palitra News

მწვანე ფილები ყინწვისის ეკლესიაში - ახალი იატაკის ფოტოკადრები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეფასება

2019-08-10 18:35:06+04:00

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.