საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა.
სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ, რომ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარუ წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
სემეკის ინფორმაციით, დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით