ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ თუ ეროვნული ბანკი ჩავთვლის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ზომებია მისაღები, ისინი ყველა ზომას მიიღებენ. როგორც გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა ლარის კურსზე გავლენა მოლოდინებმა მოახდინა, რომ სავალუტო შემოსავლები მოსალოდნელზე უფრო ცუდი იქნებოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ოპოზიციის მოთხოვნასაც უპასუხა, რომელიც მის გადადგომას ითხოვს და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.