00:22
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კომენტარის გარეშე
"მწუხარებით გაცნობთ ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალების ამბავს, ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება მშობელმა გამოსცადოს" - კრიშტიანუ რონალდუ
19-04-2022

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სის ახალ­შო­ბი­ლი ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ რო­ნალ­დუ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილს ავ­რცე­ლებს.

წყვი­ლი ტყუპს ელო­და, რო­გორც რო­ნალ­დუს პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, მე­ო­რე ტყუ­პის­ცა­ლი გო­გო­ნაა და ის ამ რთულ მო­მენ­ტში მშობ­ლე­ბის­თვის ძა­ლის მიმ­ცე­მია.

"მწუ­ხა­რე­ბით გაც­ნობთ ჩვე­ნი პა­ტა­რა ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ეს ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა გა­მოს­ცა­დოს. ჩვე­ნი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბა კი გვაძ­ლევს ძა­ლას ამ მო­მენ­ტში ცო­ტა­ო­დე­ნი იმე­დი­თა და სი­ხა­რუ­ლით ვი­ცო­ცხლოთ.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ექი­მებ­სა და ექთ­ნებს ზრუნ­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. გთხოვთ ასეთ რთულ დროს პა­ტი­ვი სცეთ ჩვენს პი­რად სივ­რცეს.

ჩვე­ნო პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, შენ ან­გე­ლო­ზი ხარ. ჩვენ ყო­ველ­თვის გვეყ­ვა­რე­ბი“, - წერს კრიშ­ტი­ა­ნუ.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი ჯორ­ჯი­ნა­სა და ტყუ­პის­ცა­ლი გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია.

რო­ნალ­დუმ და მის­მა მე­უღ­ლემ, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა სა­ზო­ჰა­დო­ე­ბას გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აც­ნო­ბეს, რომ ტყუპს ელოდ­ნენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები