გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მალხაზ ამონაშვილმა განცხადა, გვიან ღამით მათ კუთვნილ ფერმაში სამართალდამცავები შეიჭრნენ და მწყემსი ცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ალექსი ტარასჩენკოვი და შესაბამის სამსახურებს მომხდარ ფაქტზე დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრესამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლი არ განხორციელებულა და ამონაშვილების კუთვნილ ფერმაში პოლიციელები არ ყოფილან.