მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საუბარია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.
ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის თქმით, სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობაზე შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატის განცხადებით, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილება.